„პრემიერი შემოვიდა, ჩამოგვიარა პიონერი ბავშვებივით ჩამწკრივებულებს, ხელი ჩამოგვართვა, კარგადო და გავარდა“

Image

ვილნიუსში მყოფი ქართველი სტუდენტი, „მაესტროსა“ და „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინი მეტრეველი ეხმიანება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს ვილნიუში, კონკრეტულად კი, ვიზიტის იმ ნაწილს, სადაც ის ვილნიუსში მყოფ სტუდენტებს შეხვდა, რაც სამთავრობო არხებით გაშუქდა, როგორც პრემიერის აქტივობა.

 

„პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს წასვლას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი - მინდოდა მეკითხა, რატომ აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტთა დაფინანსებას იდიოტური დედლაინები (პრემიერის აპარატი აფინანსებს ხოლმე, ოღონდ ვერ გაიგებ სად, როდის, როგორ) და მეორე - მინდოდა შეხვედრის შემდეგ სტატუსი დამეწერა. პირველი მიზნის შესრულება არ დამცალდა. პრემიერი შემოვიდა, ჩამოგვიარა (პიონერი ბავშვებივით ჩამწკრივებულებს), ხელი ჩამოგვართვა, გვკითხა რაზე სწავლობთო, მერე მადლობა, კარგადო და გავარდა.

 

ასე რომ, თუ რომელიმე ტელევიზიით მოისმენთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ვილნიუსში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო, მოისმინა მათი მიზნები, კითხვებს უპასუხა და დახმარება აღუთქვა, იცოდეთ, რომ მტკნარი სიცრუეა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც შეეხება პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი წასვლის მეორე მიზანს, ის ამ წუთას წაიკითხეთ. 

 

პ.ს. სადღაც კვირიკაშვილიც დავლანდე. ღარიბაშვილს მოჰყვა ბონუსად“, - წერს ნინი მეტრეველი.

 

სამთავრობო საშუალებებით პრემიერმინისტრის ვიზიტის ეს ნაწილი ასე გაშუქდა:

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ სტუდენტებს შეხვდა.

 

ვილნიუსის უნივერსიტეტში ამჟამად საქართველოდან 62 სტუდენტი სწავლობს - 33 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ხოლო 29 - გაცვლითი პროგრამებით.

 

ლიტველმა სტუდენტებმა, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ძალიან უყვართ საქართველო და ჰყავთ ქართველი მეგობრები.

 

ქართული ენის შემსწავლელი კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ფუნქციონირებს. 2014-2015 აკადემიური წლის მანძილზე, ქართულ ენას 23 ლიტველი სტუდენტი დაეუფლა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში ქართულ ენას 15 სტუდენტი სწავლობს.

 

პრემიერმა ვილნიუსის უნივერსიტეტის ობსერვატორია და ბიბლიოთეკა დაათვალიერა, ასევე, ჩანაწერი დატოვა საპატიო სტუმართა წიგნში და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქარი - „ვეფხისტყაოსანი“ და შოთა რუსთაველის მინიატურული სკულპტურა გადასცა“.(„პირველი“).

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?