თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ ეხმიანება ლატაკიის პროვინციაში რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტს და წერს, რომ ბოდიში არა თურქეთს, არამედ რუსეთს აქვს მოსახდელი და რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში თურქეთი ისევ ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა. ერდოღანმა ვრცელი განცხადება ანკარაში გააკეთა.
თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმიანება და წერს, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული სიხარული მხოლოდ შიშველი ემოცია არ არის.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, 2-3 წელიწადში საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ედგარს რინკევიჩის თქმით, ამისთვის დროა საჭირო და საქართველომ როგორც თავდაცვისუნარიანობა უნდა აიმაღლოს, ასევე პოლიტიკური რეფორმები უნდა გაატაროს.
ტვ Newsader-ის დირექტორმა ალექსი რომანოვმა სიუჟეტი მოამზადა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის რუსეთს, თუ იგი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებმება.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ნაწილი, არაბულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ასახელებს, წერს, რომ ატლანტაში, G20 სამიტზე ბარაკ ობამამ მწვანე შუქი აუნთო რეჯიბ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიაში ჩამოგდების შესახებ.
სარატოვში, ადგილობრივი „ავტოდორისა“ და თურული „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო კლუბების შეხვედრის წინ და მსვლელობისას „ავტოდორის“ რუსმა გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის ტრიბუნებზე პოლიტიკური პლაკატები გამოფინეს.
ტელეარხ 112-ში სტუმრობისას ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მაღალ თანამდებობის პირთა კაბინეტებში უკვე ყოყმანობენ, გამოყონ თუ არა მილიარდები უკრაინისთვის, თუკი აქ კორუფციასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში არ გადავა.
სირიელ ამბოხებულებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ მორიგი ავიადარტყმების შედეგად, რომელიც რუსეთმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ჰუმანიტარული კოლონა სირიაში გადავიდა, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა.
გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც დაანონსა, რომ გამოაქვეყნებდა ყველა ჩანაწერს, რომელიც ლადო ბედუკაძეს უკავშირდება, პირველ ჩანაწერს აქვეყნებს. ჩანაწერი თავად ბედუკაძის მიერაა გაკეთებული და ის თავის ცოლთან საუბრის ფრაგმენტია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა თურქეთის მიერ ჩამოგდებული სუ-24-ის მარშრუტი და განაცხადა, რომ პილოტებს არავითარი გაფრთხილება არ მიუღიათ ჩვეულებრივ, ექსტრემალური სიტუაციებისთვის განკუთვნილ ხაზზე და რომ თვითმფრინავი საფრთხეს არ უქმნიდა ოფიციალურ ანკარას.