
„თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის უფროსის მოადგილემ გიორგი ტაბიძემ და დედაქალაქის რაიონული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე სხვა წარმომადგენელმა დატოვა.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ სანდო წყარომ აცნობა. რა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. „აფხაზეთის ხმა“ ცდილობდა გიორგი ტაბიძესთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.