-
2015-11-04 23:31
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის რეგიონს, ავტონომიის სტატუსი წინა ხელისუფლებამაც შესთავაზა, მაგრამ, პასუხად, რუსეთისგან ომი მიიღო.
შეგახსენებთ, პაატა ზაქარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს ხედვები, თუ „როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა საქართველოსი, სადაც იგივე, აფხაზეთს ექნება განსაკუთრებული სტატუსი და ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი“.
„ჩვენ მუდმივად ვუკეთებდით შეთავაზებას, რომ მოვძებნოთ ყველაზე ფართო ავტონომიაც კი, რისი პრეცედენტიც მსოფლიოში არსებობს და ვილაპარაკოთ ამ საკითხის გარშემო. მაგრამ ამაზე პასუხად ჩვენ მივიღეთ ომი 2008 წლის, რუსეთისგან.
„ქართულ ოცნებას“ უნდა, ეს ყველაფერი შეფუთოს ისე, თითქოს რაღაცა სიახლეა ამაში. სინამდვილეში - არაფერი. ამ სიახლის უკან დგას კაპიტულანტური მიდგომები, განსაკუთრებით, მინისტრ ზაქარეიშვილის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.