-
2014-01-19 16:06
დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთ რაიონში, 25 წლის ი. ც. დღეს დილით საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რადიო „აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ი. ც.–ს ტრაგიკული სიკვდილის დეტალები, კერძოდ კი ის, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ფაქტობრივად, სუიციდი დაანონსა.
ჯერჯერობით გაურკვეველია ი.ც.–ს გადაწყვეტილების დეტალები. გარდაცვლილის მშობლები მოსამსახურეები არიან და სოფელშიც და მთლიანად, რაიონშიც, ავტორიტეტით სარგებლობენ. წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ბიჭს არავისთან ჰქონია, აქედან გამომდინარე, გაურკვეველია მიზეზები, რამაც ახალგაზრდა გააღიზიანა და თავის მოკვლა გადაწყვიტა.
რადიო „აფხაზეთის ხმა“ შეგნებულად არ ასახელებს გარდაცვლილის ვინაობას, მის საცხოვრებელ ადგილს, არ აქვეყნებს ფოტოს და არ უთითებს მის პერსონალურ გვერდს „ფეისბუქზე“, ამასთან, კონფიდენციალურობის დაცვით ვაქვეყნებთ ი. ც.–ს სტატუსს, რომელიც მან „ფეისბუქზე“ თვითმკვლელობამდე, სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა:
„ვისაც თქვენ არ უყვარხართ, მაგ ****–ის დედაც მოტ***ით თქვენ და მე ვიცი, ყველა ცუდი თვალით მიყურებთ, მარა ხვალიდან ვერც კარგი და ვერც ცუდი თვალით ვერ მნახავთ. მიყვარხართ სიცოცხლეზე მეტად“, – დაწერა ი. ც.–ავამ თვითმკვლელობამდე.
