
ფოთის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, "ქართული ოცნების" სიის მეორე ნომერმა თამაზ სოსელიამ რესტორანში შელაპარაკებისას მოქალაქე დაჭრა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყების პრესსამსახურის უფროს ნინო გიორგობიანის განცხადებით, სოსელია დაკავებულია და გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაჭრილი მოქალაქე ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფებს, გიორგობიანის განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
სოსელია კოალიციაში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია.