
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის დაკავებისა და ცემის კადრები მისმა კოლეგამ და თანამებრძოლმა გოგა ხაჩიძემ გადაიღო და გაავრცელა. ამ დროისთვის ლევან ბეჟაშვილი გათავისუფლებულია.
ლევან ბეჟაშვილის კიდევ ერთი კოლეგა ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბეჟაშვილი "სოლოლაკში მცხოვრები რუსი ოლიგარქის გინებისთვის" დააკავეს:
"ეს არის ქვეყანა, სადაც ციხიდან გამოუშვეს სახელმწიფო ამბოხში მსჯავრდებულები, სადაც გამოუშვს ადამიანის წამებაში მსჯავრდებულები, ქუჩაში დღეს დადიან ჩახალიანები, ოთანაძეები, ბედუკაძეები, ბასტი-ბუბიები, ამაყად დადის თენგიზ კიტოვანი და მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და ამ ფონზე აპატიმრებენ იმ ადამიანებს, ვინც შექმანა თანამედროვე სახელმწიფო.
დღეს დააკავეს ლევან ბეჟაშვილი - დეპუტატი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან შეაგინა სოლოლაკში მცხოვრებ ერთ რუს ოლიგარქს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ დაპატიმრებებით ან უგულავს დაჭერით, ვინმეს შეაშინებენ, ტყუილად აქვთ ამის იმედი, ჩვენი დასუსტება არის შეუძლებელი".