სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი ქრონიკულად იყო დაავადებული, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერების ავად მოხმარების გამო ჩამოუყალიბდა.
მსჯავრდებული მ.მ. სასჯელს იხდიდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო. მას ჰქონდა ქრონიკული დაავადება - ტოქსიკური ნეიროპათია, რომელიც წარსულში, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების გამო ჩამოუყალიბდა.
პატიმრის გარდაცვალება, არ ყოფილა გამოწვეული ძალადობით. სიკვდილის ზუსტ მიზეზს დაადგენს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ასეთი ფაქტი სამწუხაროა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმების გატარების შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, სიკვდილობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი და ნახევარი წლის განმავლობაში არის 8 შემთხვევა, მაშინ როდესაც, ორი წლის წინ, იმავე საანგარიშო პერიოდში, წლის პირველ ნახევარში 68 ადამიანი გარდაიცვალა.