
ბერლინში, საახალწლო ბაზრობაზე, ხალხმრავალ ადგილას, სატვირთო ავტომანქანა შევარდა. ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ ცხრა ადამიანი დაიღუპა, ორმოცდაათზე მეტი დაშავდა.
ბერლინის პოლიციამ ასევე, დაადასტურა, რომ ეს არა ავტოსაგზაო შემთხვევა, არამედ ტერაქტი იყო - ბაზრობის ახლომახლო არ არის ტრასა, სადაც ტრაილერების მოძრაობა იქნებოდა დასაშვები. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში მსგავსი ტერაქტი მოხდა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, რა დროსაც 73 ადამიანი დაიღუპა.