მამაკაცი, ვინც ანკარაში, საგამოფენო დარბაზში თურქეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი კარლოვი პისტოლეტიდან რვა გასროლით მოკლა, 22 წლის მევლუტ არტინტასია - ანკარის პოლიციის ოფიცერი.
მელტინტასი (Mevlüt Mert Altıntaş) ანკარის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმში მსახურობდა. გავრცელდა იმ ფრაზების თარგმანიც, რასაც ის გასროლის შემდეგ, ჯერ არაბულად, შემდეგ კი თურქულად ჰყვიროდა:
"არ დაგავიწყდეთ სირია, არ დაივიწყოთ ალეპო... სანამ ჩვენს პროვინციებში არ იქნება უსაფრთხოება, არავინ იქნება უსაფრთხოდ! ყველა, ვინც ხელი შეუწყო ამ კოშმარს, შურისძიებას მიიღებს!..."
შეგახსენებთ, დღეს ანკარაში, საგამოფენო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას თურქეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. მან დარბაზში შესვლა პოლიციელის მოწმობით მოახერხა და კარლოვს ზურგიდან ესროლა.