-
2014-06-30 17:16
რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის ახლობლების თქმით, მათი ახლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩიოდა და გამორიცხულია, ის უეცარი სიკვდილით გარდაცვლილიყო. გარდა ამისა, მათივე თქმით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება კისრის, ყურისა და სხეულის სხვა ნაწილებში.
ცნობილია ასევე, რომ პატიმარი გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ესაუბრა ოჯახის წევრებს და მათთვის შეუძლოდ ყოფნის შესახებ არაფერი უთქვამს.
სასჯელარსრულების სამინისტროს წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, თუმცა ოჯახის წევრები არც ექსპერტიზის შედეგებს ენდობიან.