-
2014-06-30 15:56
"ბრალდება არის აბსურდული და მთავარი მოწმე ამ ბრალდებაში არის კობა ბექაური. როცა ეს გავიგე, ხუთი წუთი ვფიქრობდი, თუ საერთოდ რა კავშირშია ის ამ საქმესთან,“- განაცხადა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, მის ადვოკატებს კობა ბექაურის ჩვენების გაცნობის საშუალება გამომძიებლებმა არ მისცეს.მისივე თქმით, საქართველოში ცინიკური მართლმსაჯულებაა და ეს ბიძინა ივანიშვილისგან მოდის.
,, აქედან გამომდინარე, საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველში ცინიკური მართლმსაჯულებაა და ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი.
როგორც წესი, ტომებს გადმოგვცემენ ხოლმე, მაგრამ გვითხრეს, რომ საქმის მასალები ჯეროვნად არ არის. ადვოკატის მოთხოვნაზე, რომ ბექაურის ნაწილი მოეცათ, უპასუხეს, რომ ის საქმეში იქნება, ხუთი წუთი სჭირდებოდა ბექაურის ჩვენება რომ მოეცათ, თუმცა არ მოუციათ. როგორც ჩანს, ეს არის შაბლონური ჩვენება. თუმცა, მეც დიდი სიამტკბილობით წავიკითხავდი მის ჩვენებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა სისხლის სამართალის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.