„მე არ ვუწოდებ „პინგვინს“ ივანიშვილის მომხრეებს, მაგრამ კალაძის მამამ დაარსა ფირმა „პინგვინი“

Image

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი „დიდ პოლიტიკაში“ აცხადებს, რომ „ავტოგოლებით ცნობილი კახა კალაძის მამამ“ სამტრედიაში კომპანია „პინგვინი“ დაარსა.

 

„მე ხშირად მსაყვედურობენ, მოქალაქეები არიან მათი მომხრეები და „პინგვინს“ რატომ უწოდებო. კი ბატონო, მივიღე ეს შენიშვნა და აღარ ვუწოდებ მათ „პინგვინებს“, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის მამამ, კარლომ დაარსა ფირმა, რომელსაც უწოდა „პინგვინი“ - ეს ცნობილი ფაქტია“, - განაცხადა „ტვ3“-ის ეთერში შალვა ნათელაშვილმა.

 

საქართველოს მთავარი ლეიბორისტის თქმით, კახა კალაძე საქართველოში სამოცზე მეტი ჰესის მფლობელია და „ელემენტარულად, ინტერესთა კონფლიქტია, ხალხო!“

 

„აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურმა მოიძია 2013 წლის აპრილში გაზეთ „ქრონიკაში“ ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებული სტატია, სადაც სამტრედიაში გახსნილ კომპანია „პინგვინზე“, რომლის მფლობელი, გაზეთის ინფორმაციით, მართლაც კახა კალაძის ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი მისი მამა კარლო კალაძეა, მართლაც არის საუბარი.

 

ფარმაცევტული კომპანია „პინგვინი“ ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ჟანგბადით ამარაგებდა და ყველა სამედიცინო დაწსებულებას აფრთხილებდნენ, რომ პროდუქცია სწორედ „პინგვინისგან“ შეეძინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აჯარიმებდნენ.

 

შპს „ცისკარი“, რომელიც ამავე ბიზნესით იყო დაკავებული, განმარტავდა, რომ ადრე ბაზარს ისინი ამარაგებდნენ, ხოლო ბოლო დროს კი კონკურენციას კალაძის კომპანია „პინგვინი“ უწევთ:

 

,,ქუთაისის სამედიცინო სფეროს წამომადგენლები არ მალავენ, რომ ურთიერთობის ფორმა, თუნდაც ახალ კონტრაქტორთან, ცოტა უცნაურია. პირველივე დღეს შემოდიან და ჯარიმას გიწერენ 300 ლარს, მეორე დღეს უკვე პირობას გიყენებენ და მაკაფიოდ გეუბნებიან, რომ სამედიცინო დაწესებულების ხსნა მხოლოდ ,,პინგვინშია", ერთი რომ ყოველგვარ კანონს სცილდება და მეორეც ძალიან შეურაცხმყოფელია"- აცხადებს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი ,,ქრონიკასთან" საუბრისას. 

 

ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი იმავე სტატიაში წერს:

 

„როცა "ქრონიკამ” მასალაზე მუშაობა დაიწყო და შპს "პინგვინსაც” ადვილად გადააწყდა, არ ასვენებდა მხოლოდ ერთი ფიქრი, რატომ პინგვინი და არა თუნდაც ზებრა, რომელიც ასევე ბევრი ჰყავს პრემიერს დაბა შეკვეთილში?! მართლა, არ ვიცი, მაგრამ ვინმემ ის, რომ იკითხოს, რა უნდა პინგვინს სამტრედიაშიო? პასუხი ჩემზე ადრე აქვთ ნათქვამი და სასიამოვნოდ განვმეორდები: " - მასე, არც საჩხერეში უნდა იყოს პინგვინი, მაგრამ არის და!”

 

ვიდრე საჩხერეში ივანიშვილის პინგვინი ცოცხლობს და სამტრედიაში კიდე კალაძეების პინგვინი იწყებს ფარმაციაში ახალ სიცოცხლეს, მანამდე "ქრონიკა” თემას იმდენჯერ დაუბრუნდება, სანამ ჟანგბადის მიწოდება არ შეუწყდება იმ ხელისუფლებას, რომელმაც უარი უნდა თქვას მონოპოლისტების შექმნასა და საკუთრებების ხელყოფაზე!

 

ისე, რა ამის პასუხია და, კაცი მილანიდან რომ ჩამოხვალ, მილიონებს ჩაითვლი, კიდე რა "გეპინგვინება” და მცირე თუ საშუალო მეწარმეებს, თუნდაც საკუთარი თავის, ოჯახების და იმ წარმოებაში დასაქმებულების ათასებს, რა სინდისით იღებ მიზანში?!..“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !