საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ გურამ როგავასთან კამათი საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა NDI-ს კვლევებზე დაყრდნობით ჰკითხა, რა არის მიზეზი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შემცირდა.
გიორგი ვოლსკის მოთმინებამ უღალატა და გურამ როგავას ხმამაღლა კამათი დაუწყო, ბოლოს კი უზრდელობაშიც დაადანაშაულა.