-
2017-01-10 14:18
ტვ "იბერიის" ეთერში ზუგდიდელმა დიმიტრი გვასალიამ განაცხადა, რომ პოლიციელებმა ქალაქში უდანაშაულოდ სცემეს, აგინეს და აფურთხებდნენ. მან მოძალადეების გვარებიც დაასახელა, თუმცა, სასამართლომ აქეთ დააჯარიმა 250 ლარით.
"როცა ერთერთს - ტატო კიტიას ვკითხე, რატომ გვცემე, უდანაშაულოები ვიყავით-მეთქი, ასე მითხრა, მე ღამით არ დამეძინება, დღეში ერთი სამი კაცი თუ არ დავიჭირე და ვცემეო", - იხსენებს დიმიტრი გვასალია, რომელიც ამტკიცებს, რომ აფთიაქში მეგობართან ერთად წამლის საყიდლად შესულს პოლიციელები დაუდარაჯდნენ და არც ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს:
"ჩემს ბიძაშვილთან, ზუგდიდის პოლიციის უფროსთან ვაპირებდი დარეკვას და ტელეფონიც დამიმტვრიეს, არ დამარეკინეს, ორივეს სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ სასამართლომ ჩვენ დაგვაჯარიმა 250-250 ლარით", - თქვა გვასალიამ.