
10-11 დეკემბერს, ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ფორუმის ორგანიზატორები არიან უნგრეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტო, უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
უნგრული მხრიდან აღნიშნულ ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები ასევე კერძო კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა - განახლებადი ენერგია, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა და ინფრსატრუქტურა.