
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს სხვადასხვა სახის ორდენებით 1000–ზე მეტი პირი დააჯილდოვა.
დაჯილდოებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც, კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე, „მეორე არხის“ გენერალური პროდუსერი დოდო შონავა, „ტვ3“–ის წამყვანი ინგა გრიგოლია, „რუსთავი2“–ის ცნობილი ტელესახეები მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი და ამავე არხის ტოქშოუ „პოზიციის“ წამყვანი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე.მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე, „ფეისბუქში“, ნათქვამია: მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღე გამორჩეულ ადამიანებს დაუთმო, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი პროფესიული საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს თავიანთი მოღვაწეობის სფეროში, ასევე საქართველოს მეგობრებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაეხმარნენ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებაში.საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, ამ ადამიანებს, მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.