
სტალინის ბიუსტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის ცენტრში მოქალაქეთა ჯგუფმა დადგა, ღამის საათებში წითლად შეღებეს.
ი.ბ. სტალინის ბიუსტს "თავისუფალი ზონის" წევრებმა წითელი საღებავი გადაასხეს. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები „თავისუფალმა ზონამ“ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რომ სტალინის ახალი თუ ძველი ძეგლებისა და ბიუსტების შეღებვის კამპანია საქართველოს მასშტაბით ცოტა ხნის წინ დაიწყო და პერიოდულად გრძელდება.