
შსს–ს ინიციატივის განხილვის დროს ლევან იზორიამ აკაკი ბობოხიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა, რასაც დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა.
ინციდენტი უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის შენიშვნამ გამოიწვია, რომელმაც შსს–ს წარმომადგენლები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. ამ შეფასებას იზორის უხეში პასუხი მოჰყვა, რომელსაც რეპლიკით აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა.