
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება 17 ნოემბერს დაგეგმილ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას.
თვითმფრინავი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ევროპაში გაფრინდა, თბილისში დაეშვა, თუმცა, ბორტზე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იმყოფებოდა – საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს და, სავარაუდოდ, საქართველოში ინაუგურაციის დროისთვის ვერ დაბრუნდება.