
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შსს–ს ინიციატივის განხილვის დროს ლევან იზორიამ აკაკი ბობოხიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა, რასაც დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა.
ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ის უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის შენიშვნამ გამოიწვია, რომელმაც შსს–ს წარმომადგენლები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. ამ შეფასებას იზორის უხეში პასუხი მოჰყვა, რომელსაც რეპლიკით აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა.
სიტყვიერი პაექრობა იზორიასა და ბობოხიძეს შორის შეურაცხყოფაში გადაიზარდა, როცა იზორიამ იმერეთის ყოფილ გუბერნატორს "ნაბიჭვარი" უწოდა. ამან გაწევ–გამოწევა გამოიწვია, ხოლო მანანა კობახიძემ მოჩხუბრების დამშვიდება სცადა და ორივე მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა.
ინციდენტის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტის დარბაზი დატოვეს.