რასმუსენი – სააკაშვილს: თქვენი ხელმძღვანელობით საქართველომ პროგრესი გვიჩვენა

Image

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

 

რასმუსენი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს:

 

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გვქონდა.დიდად ვაფასებ თქვენს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორი გახდა მისი რეფორმებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში შეიტანეთ. ნება მომეცით, ალიანსის მოკავშირეთა სახელით, გამოვხატო მადლიერება და ღრმა პატივისცემა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველომ გასწია, როგორც ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.

 

ნატო-საქართველოს ურთიერთობა არსებითად გაფართოვდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურს ნატო-ს წევრობა და თქვენს ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განხორციელების მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ისე ყოველწლიური ეროვნულ პროგრამების მიმართულებით.

 

თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი მთელ რიგ საკვანძო საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი ხალხის მისწრაფებების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !