
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე უკვე დაწერა.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, გიგა ბოკერიას განცხადებას დღესვე დააკმაყოფილებს.
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ აპირებს უშოშროების საბჭოს მდივნის რანგში, გიგა ბოკერიამ თავადვე, ცოტა ხნის წინ გააჟღერა. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმაც განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას ირინა იმერლიშვილი ჩაანაცვლებდა.
უკვე ცნობილია, რომ გიგა ბოკერია, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანია 2010 წლის ნოემბრიდან, პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და საქმიანობას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გააგრძელებს.