
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირების თაობაზე ფრანგ კოლეგას მიმართა.
წულუკიანის თქმით, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის კუთხით კეზერაშვილის ექსტრადირება მეტად მნიშვნელოვანია:
“მე მქონდა პატივი მიმემართა ჩემი კოლეგისთვის, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრისთვის და ამეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისთვის კეზერაშვილის ექსტრადაციის განხორციელება. მას შემდეგ რაც საფრანგეთი მიიღებს მასალებს, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.