-
2013-11-14 16:33
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომელიც 17 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ფიცის დადების დროს მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილის გვერდით არ იდგება.
ეს განცხადება ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა, რომელიც ცერემონიალის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის წევრია:
"მე შემიძლია გაგიმხილოთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ტრიბუნასთან იდგება სრულიად მარტო, რადგანაც გათვალისწინებული არ არის სხვისი დგომა მის გვერდზე მაშინ როდესაც იგი დადებს ფიცს, მაშინ როდესაც იგი წაიკითხავს თავის მისასალმებელ სიტყვას, ჩაიბარებს მთავარსარდლობას მისი მეუღლე იქნება დამსწრე საზოგადოებაში", – განაცხადა ფანჯიკიძემ.