
რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ცხინვალის მარიონეტულმა მთავრობამ თირის მონასტრის რეაბილიტაცია დაიწყო – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ონფორმაციით, მე-13 საუკუნის ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლს მთლიანად შეუცვალეს გადახურვა იმ მიზეზით, რომ ტაძარში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. თუმცა, ამ ეტაპზე გეგმის დეტალები არ ხმაურდება. ტაძარში უძველესი ფრესკებია შემორჩენილი და ქართული ასომთავრული წარწერების კვალი.
ოსური მედიის ცნობით, ტაძრის გადასახურად თანხები ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. წლების განმავლობაში თირის მონასტერში ღვთისმსახურებას რუსეთიდან ჩასული წინამძღვარი ასრულებდა.