
მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აბსურდულს უწოდებს “რუსთავი2”–ის ჟურნალისტის ემა გოგოხიას ბრალდებას.
შეგახსენებთ, "რუსთავი2"–ის ჟურნალისტმა ლაშა ნაცვლიშვილი სხვა პირებთან ერთად დაასახელა და და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ალასანია და ნაცვლიშვილი თბილისში, კონსპირაციულ ბინაში შეხვედრის დროს მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში მომხდარი ტერაქტი ქართული მხარის მიერ დადგმულად გაესაღებინა.
“ეს აბსურდია, აბსურდზე კი ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.