
ბრალდებული ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხიდან სააპელაციო სასამართლომდე ბადრაგირების დროს მხარდამჭერთა კოლონამ გააცილა.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პროკურატურის მიერ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების შემდეგ ტარდება, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
მოსამართლის წინაშე დღესვე სიტყვით წარდგებიან აღნიშნულ საქმეში გამართლებული პირები. ეს საჩივრის განხილვის დასკვნითი ეტაპია, რის შემდეგაც სისხლის სამართლის პალატამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პირველ აგვისტოს გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ბრალდებული სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები უდანაშაულოდ სცნეს.