
სავარაუდოდ, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს.
მუზეუმიდან წაღებულია რამდენიმე კომპიუტერი, დამტვრეულია მედეას და სხვა პერსონაჟების ცვილის ფიგურები.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ცვილის ფიგურების მუზეუმის არსებობის 7 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.