-
2013-11-12 17:54
სატვირთო შემადგენლობის ორი ვაგონის გადასვლას ლიანდაგიდან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ხანძარი და მიმოსვლის პარალიზება მოჰყვა.
სატვირთო შემადგენლობას ნავთობი გადაჰქონდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია ავარიული სიტუაცია.
ადგილზე სახანძრო რაზმები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მიმოსვლა რამდენიმე საათის შემდეგ აღდგა. იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ნავთობი არ დაღვრილა, მეხანძრეებმა ცეცხლის კერები მალევე ჩააქრეს.
ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა მარშრუტით გადაჰქონდათ ნავთობი და ვინ იყო ნედლეულის საბოლოო მიმღები.