-
2013-11-12 13:13
წავლენ თუ არა საქართველოს პოლიტიკური ფიგურები სოჭში, ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდება
- ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით , გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოჭის ოლიმპიადაზე მარგველაშვილის წასვლასთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით კონსულტაციები არ ყოფილა:
“ადრე, როცა კონსულტაციები იყო, მიგვეღო თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, ერთ-ერთი საკითხი იყო, რამდენად შეიძლებოდა ოლიმპიადაში მონაწილეობა მიეღო საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
მაშინ ითქვა, რომ ეს არის მომავლის საქმე და სოჭის ოლიმპიადისთვის ახლო პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, იმისდა მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.