ირაკლი შიხიაშვილმა 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო

Image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო, მისი თანამდებობრივი სარგო კი, ყოველთვიურად 3540 ლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან გამოითხოვა.
საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი პრემია საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს და თითოეულ მათგანს პრემიის სახით 19 095 ლარი ერგო.
იანვარ-ოქტომბერში თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.
საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები კი ასეთია - საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს.
IDFI აქვეყნებს ინფორმაციას სამივლინებო ხარჯების შესახებაც. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის.
"ჩვენ თბილისის საკრებულოდან ასევე მნოვითხოვეთ აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა საკრებულომ სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. ამასთან, საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს",-ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

სალომე ზურაბიშვილი სალობიეში სიარულს გააგრძელებს

2019-12-16 14:55
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი თავისუფლად გადაადგილდება ყველგან,...

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

2019-12-16 14:37
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძე მისი და სხვა აქტივისტების დაკავებას წინასწარ გამიზნულ ქმედებად მიიჩნევს

2019-12-13 16:15
12 დეკემბერს აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს

2019-12-13 15:32
უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის...
რჩეული ვიდეოები

ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში - „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს

2019-12-09 13:36
პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის - დღეს „ევროპაბეთმა“ 2019 წლის დეკემბრიდან სათამაშო...

"მის მსოფლიოზე" საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს

2019-11-15 17:54
„მის მსოფლიო 2019“ 9 დეკემბერს ტაილანდში გაიმართება.

„soul” - ახალი გულში ჩამწვდომი ანიმაცია Pixar-ისგან

2019-11-11 13:30
„სული“ - ასე ქვია Pixar-ის ახალ შემოქედებას, რომელიც მაყურებელში მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2024
0.0000
100
RUB
 - 
4.6032
0.0000
1
USD
 - 
2.8647
0.0000

გუშინ:

ჰიტები:490 უნიკალური:423

მიმდინარე:

ჰიტები:283 უნიკალური:233