-
2016-11-24 00:48
მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ ვიდეომიმართვაში საქართველოს მოქალაქეებს გიორგობასა და "ვარდების რევოლუციის" მე-13 წლისთავს ულოცავს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავლისადმი მის დამოკიდებულებასაც აყალიბებს.
სააკაშვილის თქმით, 2003 წლიდან დაწყებული, პარტიის ყველა ყრილობა მრავალათასიანი და ხალხმრავალი იყო და პატარა ყრილობის მოწვევა ახლა არასწორი იქნებოდა. ამასთან, ენმ-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ პარტია არასდროს ყოფილა ერთი ლიდერის ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება და ხალხი, აქტივი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პარტიის რომელიმე ჯგუფი ან ფორმალური ორგანო. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არავის არ უნდა მისცენ ვარდების რევოლუციის მონაპოვრის მოსპობის საშუალება და არაა საჭირო თავზე ნაცრის წაყრა და ბოდიშის მოხდა იმისთვის, რაც სინამდვილეში საამაყოა.
"ჩვენ გვჭირდება მრავალათასიანი ყრილობა, რომლის დელეგატები კი არ დაინიშნებიან ზემოდან, პოლიტსაბჭოს შიგნით ვიწრო ჯგუფის მიერ, არამედ მართლა იქნება არჩეული თითოეული რეგიონალური წარმომადგენლობით სრული დემოკრატიის პირობებში, თუ ჩვენ გვინდა ხელახლა გამარჯვება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისებს, გავხდეთ ისევ ჭეშმაროიტად სახალხო მოძრაობა, ამისთვის თითოეულ ჩვენს აქტივისტს უნდა ჰქონდეს”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.