პუტინის პირადი მტერი და ტრამპთან მეგობრობისა და მუშაობის გამოცდილების მქონე - CNN - სააკაშვილზე

Image

CNN-ის ცნობილმა წამყვანმა ერინ ბარნეტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ-ს დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ეთერში ასე წარადგინა:

 

"დღეს ჩვენთან სტუმრადაა პუტინის პირადი მტერი, ტრამპთან მეგობრობისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უკრაინის ოპოზიციის ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი". 

 

სი ენ ენში სტუმრობისა და მასთან ინტერვიუს ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვერდზე, "ფეისბუქში" გამოაქვეყნა. 

 

 

„... კი, წარსულში აქტიურად ვთანამშრომლობდი დონალდ ტრამპთან. უდავოა, რომ იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია; აღვნიშნავ, რომ ყოველთვის არასტანდარტულად აზროვნებს. ათასგვარად შეგვიძლია შევაფასოთ მისი გადაწყვეტილებები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისინი მოსაწყენი და ჩვეულებრივია. ვფიქრობ, იგი ბევრს გააკვირვებს. ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ვიცნობ მას.

 

როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ხოლო იგი იმ ქვეყანაში ჩამოვიდა, რომელსაც თავს დაესხნენ რუსები, ზუსტად იცოდა, რომ მე სხვებზე მეტად არ მოვწონდი პუტინს. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა, ჩამოსულიყო და შევექე მე, მხარი დაეჭირა ჩვენთვის ინვესტიციური პროექტებით. ასე რომ, მე რაიმე ნაკლოვანი მხარე არ შემიმჩნევია.

 

აქ პრობლემა ისაა, რომ პუტინს თავი უკვდავი ჰგონია. მან გადაამეტა ბუშების პრეზიდენტობას. ბუშმაც ერთგვარი გადართვით დაიწყო. მაგრამ საბოლოოდ ომმა საქართველოში კვლავ გააღვიძა ბუშის ადმინისტრაციის ინსტინქტები (სხვათა შორის, იგიც ჩემი კარგი მეგობარია და აგრეთვე ძალიან ნიჭიერი ადამიანია), თუმცაღა ამას დრო დაჭირდა.

 

შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აგრეთვე გადატვირთვით დაიწყეს.

 

პუტინს მიაჩნია, რომ როდესაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტი მოდის, მას არ სჭირდება შეთავსებაზე ფიქრი. დაუკვირდით, რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის წილი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტში არის 3%. მაგრამ ვინაიდან იგი [პუტინი] ფიქრობს, რომ ყველა ჩვენგანის წასვლას მოესწრება, მიაჩნია, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტი მას უნდა შეეწყოს.

 

პრობლემის არსი შემდეგია. პრეზიდენტი ტრამპი, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი, რუსებს უდანაშაულობის პრეზუმპციას წარუდგენს. მოგეხსენებთ, პუტინი ადამიანს მისი ხასიათის მიხედვით განსჯის. ამასთანავე პუტინს უყვარს დომინირება, დაშინება, მეტადრე პირველი შეხვედრების დროს; ვფიქრობ, რამოდენიმე თვეში ინაუგურაციის შემდეგ ისინი შეხვდებიან. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, ვინაიდან პუტინი ადამიანს მისი ხასიათის მიხედვით აფასებს. მის, როგორც კაგებეშნიკის ცნობიერებაში, ეს მთავარია.

 

არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ იგი პუტინისათვის დიდი თავსატეხი იქნება იმდენად, რამდენადაც პუტინს არ უყვარს ურყევი და ძლიერი ხასიათის ადამიანები; მას ისეთი ადამიანები მოსწონს, რომლებითაც მანიპულირება და რომელთა დაშინება შეუძლია. მთავარი, რაც არ უნდა გამოამჟღავნოს ამერიკამ რუსების წინაშე - ეს გახლავთ სისუსტე, ვინაიდან ერთადერთი რამ, რაც პუტინს ესმის - ეს უხეში ძალაა. ეს საყოველთაოდ ცნობილია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !