-
2017-03-04 00:41
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
"სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო.
საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს!
ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს!.." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.