
“ლიბერალთან” ინტერვიუს დროს, საქართველოს პრეზიდენტი იულია ტიმოშენკოსა და ვანო მერაბიშვილის თემასაც შეეხო.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვოლნიუსის სამიტზე, ხომ არ უგვრძნია მას, რომ ევროპელი ლიდერები ამ ორ ადამიანს შორის პარალელს ავლებენ, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს ძნელი სათქმელია, თუმცა მას ასეთი ასოციაცია არ გასჩენია:
“არ ვიცი, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ასოციაცია ასეთი არ არის. არის თუ არა ევროპელი ლიდერების ასოციაცია ასეთი? მე ასეთი პარალელი არ შემხვედრია. ბუნებრივია, სამიტზე არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი, არც სადილზე, არც ჩემს პირად შეხვედრებზე. მე არ მახსოვს ვინმეს ასეთი პარალელი გაევლოს. ბუნებრივია თემამ, რომელიც დაკიდებულია ევროპაში, რომ საქართველოში შესაძლოა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, ერთი-ორჯერ ძალიან მსუბუქად გაიჟღერა. რომ ასეთი რამე ზოგადად ევროპისთვის მიუღებელია. ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც იყო ყოველთვის ერთნაირი – რომ ჩვენთვის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ნიშნავს შერჩევითი სამართლის არარსებობას და იმავდროულად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას. ამაზე ჩვენთან მიმართებაში სრული კონსენსუსი იყო".