
საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის უკან გარდაცვლილი ოთარ გურგენიშვილი გამოჩენილი სამოქალაქო თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გურგენიშვილი სიკვდილის შემდეგ სამაგალითო სამოქალაქო თავდადების, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიმამაცის გამოვლენისათვის მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდა.
პრეზიდენტმა მედალი გარდაცვლილის დედას გადასცა.
21 წლის ოთარ გურგენიშვილმა რუსთავში ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად სიკვდილს გადაარჩინა. მან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაინახა, რომელიც ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს ეჯახებოდა, მან ბავშვისა და დედის გზირს პირზე ხელისკვრით გადმოყვანა შეძლო, სამწუხაროდ , თავად ვეღარ გადაასწრო და დაიღუპა.