რას ყვება ავარიაში დაღუპული ოთო გურგენაშვილის დედა

Image

21 წლის რუსთაველი ბიჭის გმირობის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. ახალგაზრდამ ავტოსაგზაო შემთხვევისას დედა-შვილი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

 

 

რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დაემშვიდობა დედას ახალგაზრდა პოეტი, ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, ნანა მათუზაშვილმა, ჟურნალ “სარკესთან“ ისაუბრა.

 

„ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთან იყო აფთიაქში, ღამის მორიგე ვიყავი და ლობიანები მომიტანა, წასვლისას მითხრა ერთი გოგო შეხვედრას მთხოვს და არ ვიცი შევხვდები თუ არაო, ეს გოგო მისი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ.

 

რომ დავრეკე სახლში იყო, გამაფრთხილა დილას ჩემი გაღვიძება არ დაგავიწყდესო. 6 საათზე დგებოდა და საცურაოდ მიდიოდა.

 

შემდეგ ისევ დავურეკე, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ცუდი არაფერი მიფიქრია. მერე ჩემი ახლობელი მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ოთო ავარიაში დაიღუპაო.

 

გაგიმხელთ, რომ ცუდი რაღაც განვიზრახე, აფთიაქში შევედი, ორი კოლოფი წამალი უნდა მომეძებნა, რომ...წინ თითქოს ოთოს სახე გადამეფარა, წარმოიდგინეთ გამოცდილმა ფარმაცევტმა წამალი ვერ ვიპოვე“...

 

ოთოს დედა შვილის გარდაცვალების დეტალებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი უკვე დაადგინეს და მძღოლის ბრალეულობაც დამტკიცებულია.

 

„მოგიყვებით იმ დღეს რა მოხდა. ჩემი შვილი გოგოსთან ერთად იდგა, გზაზე უნდა გადასულიყვნენ, ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა საიდანაც დედა - შვილი ჩამოვიდა.

 

ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, ოთომ დაინახა, რომ მათკენ მანქანა მოდიოდა დიდი სისწრაფით, ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, შემდეგ ბავშვს, თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო...

 

მან უმძიმესი ტრამვები მიიღო თავის არეში, როგორც მედიცინის მუშაკმა ვიცი, რომ გადარჩენილიყო ის ოთო აღარ იქნებოდა, როგორიც იყო.

 

ჩემი შვილი კი იმდენად კარგი კაცი იყო ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რომ გონებაშეზღუდული დარჩენილიყო. ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !