
გუშინ თბილისში აღნიშნა დაბადების დღე ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ტელესახემ, სოჭის ოლიმპიადის ერთერთმა მეჩირაღდნემ თინა კანდელაკმა. მას 38 წელი შეუსრულდა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თინა კანდელაკის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა. კანდელაკმა დაბადების დღე „თბილის მარიოტში“ გადაიხადა. მის მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის წევრები, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.ფოტოებზე ჩანან ეკა ბესელია, დავით საგანეილიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გია გუმბერიძე და შალვა რამიშვილი.