
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ.
ინფორმაციას უარყოფს ტავად ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძლებს და ტანამდებობის დატოვების საკითხი დღის წესრიგში არც ჰქონია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, დაახლოებით 23 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გადადგა, თანამშრომლებს დაემშვიდობა და სამუშაო კაბინეტიც დაცალა.