სანიკიძე: ოლიმპიადასთან დაკავშირებული პრობლემა ზედმეტად დრამატიზირებულია

Image

განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ოლიმპიადის ტესტებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება შესაბამის გადაწყვეტილებებს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის დადების შემდეგ მიიღებს:

 

„დაველოდები მონიტორინგის სამსახურის საბოლოო დასკვნას. ეს არის რამდენიმე ერთეული ადამიანის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელმაც გამოიწვია აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ზედმეტად დრამატიზირებულია ეს პრობლემა, რადგან როგორც ყველა კონკურსის პირობებში, მონიტორინგის ჯგუფი ყოველთვის აკონტროლებს მსგავს სიტუაციებს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი მასშტაბური დარღვევა, რომელმაც პროცესი უნდა ჩაშალოს”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სასკოლო ოლიმპიადის ტესტები, რომლებიც ემთხვეოდა იმ ტესტებს, რაც მოსწავლეებს ოლიმპიადის პირველი ტურის ფარგლებში უნდა დაეწერათ. გავრცელებული ცნობით, ბავშვების გარკვეულმა რაოდენობამ ტესტების პასუხები წინასწარ იცოდა, რასაც მოსწავლეთა მეორე ნაწილისა და მათი მშობლების პროტესტი მოჰყვა. ოლიმპიადის პირველი ტურის დღეს მოსწავლეებმა დაადასტურეს, რომ წინასწარ გამოქვეყნებული ტესტები მართლაც იყო შეტანილი იმ საკითხებში, რაც მათ ოლიმპიადაზე შეხვდათ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !