
ამ წუთებში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს სასამართლო პროცესზე 10 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ორი მოწმეა დაკითხული.
“დაკითხეს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ანალიტიკურ-სტატისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ორივემ ცალსახად მიუთითა, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათ მიერ გაკეთებული ყველა კანონპროქტი, ყველა ბრძანების პროექტი იყო ანალიტიკურად და სტატისტიკურად სწორად გათვლილი. მათ დააფიქსირეს რომ, არანაირ საქმის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია,”-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.