-
2013-11-08 14:26
ყოველწლიური კვლევის „მილიტარიზაციის გლობალური ინდექსი 2013“-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე გასამხედროებული სახელმწიფო, უკვე მეექვსე წელია, ისრაელია.
მისმა ინდექსმა შეადგინა 794 პუნქტი. საქართველო სიაში 501 პუნქტით 54-ე ადგილს იკავებს.
ამ მხრივ საქართველოს მაჩვენებელი ბოლო წლებში კლებულობს.
2007 წელს საქართველო 598 პუნქტით სიაში 28-ე იყო. მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებულ სახელმწიფოთა სამეულს აგრძელებენ სინგაპური და რუსეთი.
საინტერესოა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სიაში მე-8-ე, ხოლო აზერბაიჯანი 15-ე ადგილს იკავებენ.