-
2013-11-08 14:23
7 ნოემბერს, გადაცემაში “დიდი პოლიტიკა”, მისმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია უახლოეს დღეებში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ.
ამ ინფორმაციის დადასტურება ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივანს არმაზ ახვლედიანს სთხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, საკადრო ცვლილებები მთავრობაში კი ახალი პრემიერმინისტრის პრეროგატივაა:
"რა თქმა უნდა ვერ დაგიდასტურებთ ამას, ცვლილებები მოსალოდნელია, ყველა სფეროში გააჩნია რა დონეზე, შეიძლება იყოს მინისტრის დონეზე, ან მინისტრის მოადგილის, ან ვინმე სხვა დიდი მოხელის დონეზე, ასე რომ ჩვენ ახლა ამას ვერ ვიტყვით, ეს არის მომავალი პრემიერმინისტრის პრეროგატივა”, – აღნიშნა ახვლედიანმა.