-
2013-11-08 14:20
მიხეილ სააკაშვილმა ვილფრედ მარტენსი სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა.
სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვილფრიდ მარტენსის მეუღლეს, ბელგიელ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტარ მიტ სმეტს გადასცა. პრეზიდენტის თქმით, მარტენსის თაობამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და ახალი ღირებულებების დამკვიდრება შეძლო.
“ვილფრედ მარტენსი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მიესალმებოდა და გზას უხსნიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს; გულში იკრავდა და რჩევებს აძლევდა მათ. იგი ძალიან დაგვაკლდა. ბელგიისთვის, ევროპისა და ჩემი ქვეყნისთვის ამ დიდი ფიგურის მიმართ ჩვენი გულწრფელი მადლიერების ნიშნად, მინდა, თქვენ გადმოგცეთ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ვილფრიდ მარტენსის მეუღლემ მიტ სმეტმა მიხეილ სააკაშვილს მისი მეუღლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვილფრიდ მარტენსი საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ქვეყნის ტრანსფორმაციის საქმეში დიდად აფასებდა.