
სასჯელაღსრულების მე–6 დაწესებულებაში ორმა პატიმარმა თვითდაზიანებით, ერთმა კი 200 ერთეული სხვადასხვა აბის მიღებით თვითმკვლელობა სცადა.
მსჯავრდებულებმა ამით საპატიმროში შექმნილი პირობები გააპროტესტეს. ერთ-ერთი მსჯავრდებულის გიორგი ფიფაშვილის განცხადებით, ექიმები ცუდად ეპყრობიან და არ უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრეპარატებით.
სოზარ სუბარი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მე–6 საპყრობილეში ისეთი წესრიგია, როგორიც არასდროს ყოფილა: “მე-6 დაწესებულებაში დღეს არის ისეთი წესრიგი, როგორც არ ყოფილა არასდროს, ოღონდ წესრიგი ძალადობის გარეშე. ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, უტარდება ადეკვატირი მკურნალობა და ვერც ერთი ადამიანი ვერ მიიღებს იმაზე მეტ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, ვიდრე მათ უნიშნავენ ექიმები”, – ამბობს მინისტრი.