
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ძალადობას ყოველთვის წუხილით გაიხსენებს.
"მაშინდელი "იმედის" მფლობელი, რუსი ოლიგარქი იყო.ყველანაირი ექსცესი და ძალადობა ქუჩისა თუ სახელმწიფოს მხრიდან არის ცუდი და მე ამას ყოველთვის გავიხსენებ დიდი წუხილით, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რამ ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოების ნაწილმა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია გამართა.სახელმწიფომ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშალა.აქციის დასაშლელად სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები იქნა გამოყენებული. ამავე დღეს, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა, რასაც ტელევიზიის მუშაობის პარალიზება და დახურვა მოჰყვა.