
სტატიას სახელწოდებით: „რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ციტრუსის სანაცვლოდ ახორციელებს", ამერიკული გამოცემა „Financial Times"-ი აქვეყნებს
.„რუსეთის ჯარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აზრით, 2008 წლის აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ახდენს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე წინაღობებს აყენებს, თან ისე, რომ საზღვრის ხაზი გამუდმებით ინაცვლებს საქართველოს მხარეს. ხშირად ის სოფლებს, მიწის ნაკვეთებს და შენობებსაც კი ჰყოფს ორად", _ წერს Financial Times.
სტატიის მიხედვით, რუსული მხარის ოფიციალური განცხადებებით, „საზღვრის დემარკაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ახორციელებს და არა რუსეთი. მოსკოვის მიერ აღიარებული სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგებლები საბჭოთა დროის რუკებს იყენებენ, იმისათვის, რომ ჭეშმარიტი საზღვარი აღადგინონ.საქართველო ყოველივე ამაში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „მცოცავ ოკუპაციას" ხედავს. ერთად აღებული ეს მიწები საქართველოს ტერიტორიის 20 % ქმნიან, რომელთა დაბრუნებასაც საქართველო ჯერ კიდევ აპორებს. წერს ამერიკული გამოცემა.ქართული მხარე ასევე იზიარებს იმ აზრს, რომ საზღვრის დემარკაცია თბილისზე ზეწოლის გეგმის ნაწილია საქართველოს სურვილის გამო ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური შეთანხმებებს გაფორმების შესახებ", _ წერს გაზეთი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს შესახებ გაკეთებული გამონათქვამი მოჰყავს.