
საქართველს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციაში დიპლომატებს მასპინძლობს. სააკაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და არსებული პოლიტიკური პროცესები მიმოიხილა.
"იყო მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, მაგრამ ჩვენ შემდეგ გავაუმჯობესეთ ეს მაჩვენებელი, მერვე ადგილზე გადავინაცვლეთ ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში.
წელსაც კარგი მაჩვენებელი გვაქვს, ეს ჩემი პრეზიდენტობის ინერციაა. ბოლო არჩევნების შედეგები მრავალმხრივ საინტერესო იყო. საქართველოში შეიქმნა პრეცედენტი, რომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. ძველმა მინისტრებმა ყველაფერი გააკეთეს რათა ხელი შეეწყოთ ამ ყოველისთვის.
პირველად მოხდა, რომ მმართველი პარტია არ გაუჩინარდა. პირველი პრეცედენტი არის ასევე, რომ კოჰაბიტაცია განხორციელდა თავის ყველა სირთულეებით. ჩამოყალიბდა ორპარტიული სისტემა, არჩევნებზე იყო ძალიან დაბალი, გამარჯვებულმა კანდიდატმა საერთო ელექტორატის მესამედი მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტები შენარჩუნდეს. გამოცხადდა, რომ აქ არ უნდა იყოს საპრეზიდენტო სასახლე. ვიღაცებს მსგავსი წარმოდგენა აქვს. ეს სასახლე ხალხს ეკუთვნის, როცა ამბობ, რომ ეს ხალხს უნდა დავუბრუნოთო, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რესტორანი „თაღლაურა“ უნდა შემოასახლო?", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.