
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა პროკურორების სრული შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
წინასასამართლო მოსმენაზე, ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს სიტყვით მიმართა:
"ეს პროკურორები ყველანი ახალგაზრდები არიან და ეს საქმე სირცხვილად გაჰყვებათ მთელს კარიერაში. ივანიშვილის, კბილაშვილის და სხვათა პირადი შურისძიების გამო ეს საქმე ლაქად გაჰყვებათ მთელი კარიერის მანძილზე. მოიყვანეთ ასაკიანი პროკურორი, რომელიც დღე–დღეზე პენსიაზე გადის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო 26 მაისის საქმეს განიხილავს.